მამარდაშვილის "ვალენსიას" ფანების შეცდომა - როგორ აიხდინა ერთ დღეში ოცნება არმანდომ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აგვისტოს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ამხანაგურად საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, თუმცა შეხვედრის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი მატჩის დაწყებამდე მოხდა.

განელი ოვუსუ არმანდო ბირმინგემული კლუბის დიდი გულშემატკივარია. ის ოცნების ასასრულებლად და საყვარელი გუნდის ცოცხლად თამაშის სანახავად ესპანეთში ჩაფრინდა, სადაც მეტად უცნაური ფაქტის მონაწილე გახდა.

"ვალენსიას" ფანებს ის "ასტონ ვილას" ფეხბურთელში აერიათ, მასთან მიდიოდნენ, სურათებს იღებდნენ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა და დაწერა: "მე ჯეიკობ რემსი ვარ. თვალებს ვერ ვუჯერებ. საუკეთესო ცხოვრებით ვცხოვრობ."

არმანდოს კიდევ ერთი ოცნება შეხვედრის დასრულების მერეც აუხდა. ის "ასტონ ვილას" მცველ ტაირონ მინგსს შეხვდა და მისგან სამახსოვრო მაისურიც მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული