"სირცხვილია!" - კროოსი ვეიგას მიერ "ნაპოლისთვის" უარის თქმას და მის "ალ აჰლიში" ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"სელტას" 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

პოსტს კომენტარი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა გერმანელმა შუახაზელმა ტონი კროოსმა გაუკეთა, რომელმაც ეს ამბავი ერთი სიტყვით - "სირცხვილია" - შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ვეიგას "ნაპოლიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში საუდის არაბეთის კლუბი ჩაერთო და ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი ფული შესთავაზა.

"პარტენოპეი" ესპანელს სეზონურად 2,2 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ალ აჰლი" კი 5,7-ჯერ მეტს, წელიწადში 12,5 მილიონი ევროს დაჰპირდა.

alt"ნაპოლის" ამომავალი

ვარსკვლავი ხელიდან გამოჰგლიჯეს - 21 წლის ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მეტი ფული ამჯობინა
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენი დამცველი ყოლია არაბეთის ლიგას! საღოლ თქვენ
mate
25 აგვისტო 2023 00:02
2
მიმიფურთხებია ასეთი ტალანტისთვის!! ჯერ არ უთამაშია და უკვე ფულზე ფიქრობს!! ეს შეიხები გააჩერეთ ვინმემ:@
???
24 აგვისტო 2023 19:51
13
და რა ტალანტი ეს გაბრი ამისთანა რომ თურმე 21 წლის ბიჭს 2 მილიონი ეცოტავა? ტალანტობა არფერს არ ნიშნავს თუ სახელში და შედეგბში არ გადაიზარდა... ან რატომ უნდა ქონდეს ტიპს არარეალური ანაზღაურება როცა არაფერი ჯერ არ გაუკეთებია, ეგ რომ ეგეთი მაგარი ყოფილიყო რეალი ან ბარსა ესპანეთიდან არ გამოუშვებდნენ... ვნახავთ მალე მაგის გამქრალ სახელს
ჟორას
25 აგვისტო 2023 17:38
0
ფეხბურთელის კარიერა ყველა თამაშზეა დამოკიდებული, შეიძლება ისეთი ტრამვა მიიღო, თამაშის გაგრძელება საერთოდ ვეღარ შეძლო. ამ შემთხვევაში დაზღვევით მიღებული თანხა სანამდე გეყოფა? თუ თამაშობ ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა გქონდეს და არა ისეთი ხვიჩა რომ იღებს. მეორეც, როგორც გიხდიან, ისეთი ფეხბურთელი ხარ. შენი ტალანტით რატომ სხვა უნდა ისქელებდეს ჯიბეს?
ჟორა
24 აგვისტო 2023 20:50
13

სიახლეები პოპულარული