რუბიალესმა ფიფას ვიდეო გაუგზავნა, სადაც ერმოსო კოცნის გამო თანანაკრებელებთან ხალისობს

AutoSharing Option
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც დაჯილდოებისას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა თავდამსხმელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა. ერმოსოს კოცნა არ გაუპროტესტებია, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის შედეგად არ მოხდა და ფიფამ გამოძიება დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას რუბიალესს 90 დღით ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს და პოსტიდან გადაყენებას უპირებენ.

რუბიალესმა ვიდეო მოიპოვა, სადაც ერმოსო ავტობუსში ტელეფონით თანანაკრებელებს კოცნის მომენტს აჩვენებს და ყველანი მაგრად ხალისობენ. რუბიალესმა ეს ვიდეო თავის გასამართლებლად ფიფას გაუგზავნა, მაგრამ მის წინააღმდეგ ისეთი კამპანიაა გაჩაღებული,
საეჭვოა, თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

რუბიალესის დედამ, ანხელის ბეხარმა, პროტესტის ნიშნად ეკლესიაში შიმშილობა გამოაცხადა. მან თქვა, რომ თავისი შვილი წესიერი ადამიანია და იქამდე იშიმშილებს, ვიდრე მისი სხეული იცოცხლებს და წინააღმდეგი არაა სამართლიანობის მისაღწევად მოკვდეს კიდეც. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და სასწრაფოდ გრანადის მახლობლად, მოტრილში, სანტა-ანას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სექსიზმში დადანაშაულებულმა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ემოციების სპონტანურად ამოფრქვევა იყო, ორმხრივი შეთანხმებით მოხდა, იგივეა, საკუთარი ქალიშვილისთვის რომ ეკოცნა, უბრალოდ ხუთი წელია საბაბს ეძებდნენ, ცრუ ფემინისტები სიმართლის დადგენას არ საჭიროებენ, პრესა კი მის განადგურებას სიამოვნებით გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა ქალს გამოეჩინა ინიციატივა და ეკოცნა თუ ატყდებოდა ამხელა აჟიოტაჟი
რაბუ
09:33 31-08-2023
2
ან უნდა გადადგეს ძმაო ან ცოლად მოიყვანოს. ძლივს დასავლეთი ქართულ ტრადიციებზე მოვიდა და რას ვაპროტესტებთ? ქართველები არ ხართ? დედათქვენისთვის ან თქვენი დაიკოსთვის რო ეკოცნა რას იტყოდოთ?
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული