საქართველოსთან მატჩამდე რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება - ვალდანომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იუდა ისკარიოტელს შეადარა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხორხე ვალდანომ ლუის რუბიალესის გარშემო განვითარებულ სკანდალზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიალზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც საქმიანობა 90 დღით შეუჩერეს, ქალთა ნაკრების წევრ ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

"დაუჯერებელია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რეალობისგან მოწყვეტილი ცხოვრობს. მისი სულელური საქციელის გამო ასეთი დიდი გამარჯვება გაუფერულდა. ფაქტობრივად, მან თავისი თავი იუდა ისკარიოტელის მდგომარეობაში ჩააყენა.

თუ მამაცობაზე ვისაუბრებთ, რომელიც ესპანეთის ქალთა ფეხბურთელებმა გამოავლინეს, ცხადია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები სწორედ ისინი არიან. ფეხბურთში არის რაღაც პრიმიტიული, რისი
მოტოვებაც ჩვენ წარსულში არ შეგვიძლია, ჩვენ ამის გამბედაობა არ გვყოფნის", - აქვეყნებს ვალდანოს სიტყვებს La Nacion-ი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცმა ქალს ტუჩებში აკოცა და ამით რა კატასტროფა მოხდა?თუ გოგოსათვის,ეს შეურაცხმყოფელი იქნებოდა,იქვე გასცემდა პასუხს და ვერც ვერავინ გაამტყუნებდა,საპასუხო სილის გაწვნისათვის.იმიტომ არ გასცა,რომ არც მას და არც მკოცნელს,ამ კოცნისათვის ის დატვირთვა არ მიუცია,რა დატვირთვაც,მერე სხვებმა მისცეს და ამხელა კუდი გამოაბეს.ასეთი ინტრიგების მეტი, რა გვინახია საქართველოში და ეტყობა,არც სხვაგან უნდა იყოს,უცხო ხილი.
სოსო
17:20 06-09-2023
2
რა გაუჩმახეს ამ კაცს.აკოცა ემოციურ ფონზე. მინდორზე ხომ არ გაუუპატიურებია.ის გოგოც ხალისობდა მერე ვიდეოთი თანაგუნდელებთან.
მეტი საქმე ვერ ნახეს ვითომ უფლებადამცველებმა.
მაშინ მიშა სააკაშვილი დაეჭირათ უნდა.
ყველა წარმატებული გოგო ხელში აყავდა და ისე კოცნიდა.
ჯუჯი
16:11 06-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული