უარი არაბებს - დე ხეა კარიერას დაასრულებს?!

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, შესაძლოა, დავიდ დე ხეამ კარირას დაასრულოს. კარის ესპანელ დარაჯს დიდი გუნდის პირველი მეკარეობა სურს და თუ შესაფერისი ვარიანტი არ გამოუჩნდება, ფეხბურთიდან წავა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ესპანეთის ნაკრების ექსმეკარემ რამდენიმე შეთავაზებაზე თქვა უარი, მათ შორის საუდის არაბეთიდან მიღებულ მსუყე წინადადებაზეც. დე ხეასთვის ფული პირორიტეტი არ არის და მას თამაშის უმაღლეს დონეზე გაგრძელება სურს.

დავიდი ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მეკარეს იმედი აქვს, რომ შესაბამის კლუბსა და მწვრთნელს იპოვის, რომლებიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც ფეხბურთელებს ევროპაში ხელფასი აქვთ 10 თაობაზე ეყოფათ და არაბეთში მეტ ფულზე გაქცევა უბრალოდ სიხარბეა. იმას რასაც ზედმეტს აიღებს ვერასდროს იგრძნობს რაში დახარჯავს და მარტო ფულის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას და დაკარგულ ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს
0
იშვიათი და დასაფასებელი საქციელია
დინამოელი
18:58 23-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული