გოლი კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა იანხელ ერერამ გაიტანა. კატალონიურმა გუნდმა ამ სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 11 მატჩიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
„ჟირონა“ 28 ქულით გალიდერდა და 4 ნოემბერს სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდება. თუ დღეს ელ კლასიკოში „რეალმა“ გაიმარჯვა, „ჟირონას“ დაეწევა.
ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - სელტა 1:0
გოლი: ერერა (90+1)
"ჟირონამ" მოიგო და "რეალს" დაეწია