გავის საქართველოსთან მატჩი ცუდად დაამახსოვრდება - ის 2025 წლამდე ნაკრებში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ტრავმირებული ნახევარმცველი გავი, რომელმაც ჯვარედინი იოგები საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში გაიწყვიტა, ესპანეთის ნაკრებს 2025 წლის მარტამდე ვერ დაეხმარება.

19 წლის ფეხბურთელი ევრო 2024-სა და ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს, მიმდინარე სეზონში ვეღარ იასპარეზებს და "ფურია როხას" მისი იმედი მხოლოდ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ექნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ანუ ეს ლოჩოშვილმა რო მიცა მაგის შედეგია?:))) ხო მასპინძლებთან რომ გადაინსერეს თავზე 7-1 ერთზე დროგის ცხენებივით რო გარბოდნენ მერვე გოლის გასატანათ მაგის ბრალია. რატო კიდე ნახევარს არ დაამტვრიეს ფეხები ეგ მიკვირს თთორე
დინამიტი
22 ნოემბერი 2023 20:45
21
ლოჩოშვილს არ მიუყენებია ტრამვა, თვითონ უშნოდ დახტა, თან თამაშგარეშიც იყო.
ჟურნალისტებს ვთხოვ ამოიღონ ეგ მომენტი და აჩვენონ ყველას.
ჰაჰა
24 ნოემბერი 2023 16:52
0
მეც ძალიან ცუდად დამამახსოვრდა 1981 წლის სექტემბერში, თბილისის დინამოს ამხანაგური მატჩი მადრიდის რეალთან, მადრიდის ოთხთა ტურნირში, სადაც მიგელ ანხელმა ფეხი მოსტეხა დავით ყიფიანს ( მანამდე ანხელმა ტრამვა მიაყენა მარიო კემპესს),ამ საბედისწერო ტრამვით დაიწყო ზენიტში მყოფი თბილისის დინამოს და საერთოდ ქართული ფეხბურთის დაცემა, თებერვალში ყიფიანმა თავი დაანება ფეხბურთს და თბილისის დინამო აირია, წავაგეთ ორივე მატჩი თასების თასზე ბელგიის სტანდარტთან და ცუდი შედეგი ვაჩვენეთ საკავშირო ჩემპიონატშიც. ამ ტრამვასთან დაკავშირებით, ბასკმა პროფესორმა შაბიერ კინტანამ თბილისში ვიზიტისას განაცხადა ეს ტრამვა შემთხვევითი არ არისო ასე, რომ ბოდიში ვის აქვს მოსახდელი ეს კიდევ საკითხავია.
ჟორა
22 ნოემბერი 2023 20:30
3
ყველაფერს ეგ ტრავმა დაემატა, თორემ სტანდარტთან თბილისში ყიფიანმა ითამაშა. მანდ მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ახალკაცი და დინამოს ფეხბურთელები ნაკრების შეკრებაზე იყვნენ. როცა დინამოს სტანდარტი შეხვდა, მისი თამაშის სანახავად კახი ასათიანი და სერგო კუტივაძე იყვნენ, რომლებმაც ასეთი ინფორმაცია ჩამოიტანეს - ერთი წვერებიანი ჰყავთ მარტო და დანარჩენებმა თამაში არ იციანო. ის წვერებიანი ერიკ გერეტსი იყო და დანარჩენებმა კი ხელოვნური თამაშგარით და კონტრშეტევევით მოგვიგეს.
: )))))))
23 ნოემბერი 2023 22:56
0
Ნაწილობრივ კი ძმაო მაგრამ დინამო აირია როცა ნახევარი დინამო გაუშვა ფარსადანოვიჩმა ქუთაისსში და ცხონებული ვიტალი დაიღუპა მოულოდნელად მის გარშემო უნდოდა აწყობა კლუბის ახალგაზრდები კიდევ ვეღარ დაღვინდნენ..
ჟორას
23 ნოემბერი 2023 05:41
0
რას იკლავდა მერე თავს,19 წლის რომაა და ამდენი დატვირთვა რო არ შეიძლება არ იცოდნენ, არაფრის მიმცემ თამაშზე რო გადაირია, ინდე.
თუმცა ჩვენც ჩვენი მოგვივიდა ტვინო ფედერაციის გამო, ასე რომ 1 : 1
მალხაზ ჯობავა
22 ნოემბერი 2023 20:15
2
ჩვენც ცუდათ დაგვამახსოვრდება ეგ მატჩი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციისთვის,ასე რომ ბარი-ბარში ვართ
გრუზინი
22 ნოემბერი 2023 16:49
3

სიახლეები პოპულარული