"რეალმა" ანჩელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
"რეალმა" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა, - ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული კლუბი საიტით ავრცელებს.

იტალიელ სპეციალისტს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ის ამ გუნდის თავკაცი 2013-2015 წლებში იყო, 2021 წელს კი კლუბში დაბრუნდა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით, "რეალმა" 10 ტიტული მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული