ცივი ომი ლაპორტასა და პერესს შორის - ბარსას პრეზიდენტი რეალის ბოსზე განაწყენებულია

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და "ბარსელონას" მმართველ ჟოან ლაპორტოს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. 

გამოცემის მტკიცებით, ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციონერებს ურთიერთობა გაუფუჭდათ და კომუნიკაციაც აღარ აქვთ. 

წყაროს ცნობით, ძალიან ბევრი ელოდა, რომ საუდის არაბეთში გამართულ სუპერთასის ფინალურ ეტაპზე ლაპორტა და პერესი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ინიციატივა არცერთმა მხარემ არ გამოიჩინა და შეხვედრის ორგანიზების მცდელობაც არ ყოფილა. 

როგორც ესპანური მედია საშუალება აცხადებს, ჟოან ლაპორტა ფლორენტინო პერესზე იმ მიზეზით არის გაბრაზებული, რომ მისი აზრით, "რეალი" "ნეგრეირას
საქმით" ხეირს ეძებს და კატალონიელთა პრობლემების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ახლო პერიოდში ურთიერთობების დათბობა მოსალოდნელი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე უარი არ უთქვამთ და გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ ტურნირის განხორციელებას ერთად ცდილობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბურვაკ თავიანი ლაპუცა.
ფხიიიი
19:18 21-01-2024
0
ხედავთ რა დღეში არიაან? ხვიჩას ვერ იყოფენო ტოოო! მიდი ხვიჩა მიაწე ბიჭოოოო!
კ ო მ ბ ლ ე
18:44 21-01-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული