"რეალმა" ხოსელუს დუბლით "ხეტაფე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურის გადატანილ მატჩში „რეალმა“ გასვლაზე „ხეტაფეს“ 2:0 სძლია.

დუბლი 33 წლის თავდამსხმელმა ხოსელუმ შეასრულა, რომელმაც ჩემპიონატზე ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

„რეალის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს, შეუცვლელად ითამაშა.

"სამეფო გუნდის" ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. ახლა მადრიდელებს მწყობრში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავთ - ნაჩო.

„რეალმა“ პრიმერაზე ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, 57 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 15 264 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:2

გოლები: 0:1 ხოსელუ (14), 0:2 ხოსელუ (56)

მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ რომ კასტილიას სასტავით მოუწიოთ თამაში მაინც ჩემპიონები გახდებიან
ნიკა
02:12 02-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული