რონალდოს მსგავსად სურს - მბაპეს პრეზენტაციის დეტალები მადრიდის "რეალში"

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ედუ აგირე წერს, რომ კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" პრეზენტაცია კრიშტიანო რონალდოს მსგავსად სურს.

მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგი "სამეფო გუნდს" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდება.

მას უნდა, რომ "ბლანკოსმა" ევრო 2024-ის დაწყებამდე, 14 ივნისს წარადგინოს. ინფორმაციისთვის, როდესაც კრიშტიანო 2009 წელს "რეალში" გადავიდა, მის პრეზენტაციას "სანტიაგო ბერნაბეუზე" 85000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

მბაპეს სურვილია, რომ ახლა მისი პრეზენტაციის დროს არანაკლები ადამიანი მოვიდეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერანაირად ვერ არევს სიტუაციას, იმიტომ რომ მწვრთნელი არანაკლებ ტიტულოვანი ჰყავს, ზუსტად მაგიტომ დატოვა პერესმა ანჩელოტი, რომ გასახდელს კარგად მართავს.
მამუკა
23 თებერვალი 2024 19:02
0
ჩემი სიტყვა დაიახსოვრეთ, ეს ვაჟბატონი რეალში სიტუაციას არევს! დახვედრა, პრეზეტაცია მაგრად ჩაივლის, იქნება საერთო ზეიმი "მტლაშატუში". მერე რამოდენიმე თვეში დაიწყება, წამყვან ფეხბურთელებს შორის, ფარული ფხუკიანობა ლიდერობისთვის. არ გეგონოთ ბარსას ქომაგი ვიყო და რაღაცა ბოღმა მალაპარაკებს, უბრალოდ ასე იქნება.
ესეა.
23 თებერვალი 2024 13:55
10
სიტუაციას ვერ არევს ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ გადავა რეალში. ეს რეალს იყენებს წლებია, შესთავაზებს ხელაიფი არანორმალურ ხელფასს და დარჩება ისევ.
asa
23 თებერვალი 2024 14:24
8

სიახლეები პოპულარული