ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩის სკანდალურად დასრულების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა, სასჯელები გახდა ცნობილი.
მოგეხსენებათ, მატჩის არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ მადრიდელთა ბოლო შეტევის დროს, რა მომენტშიც "ბლანკოსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აბრუნებდა, თამაში დაამთავრა, რამდენიმე წამში კი ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა.
არბიტრმა სამსაჯო კომიტეტში განხილვის დროს შეცდომა აღიარა და ის ლა ლიგის მომდევნო 2 ტურში არ იმსაჯებს.
დაისაჯა ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელის საქციელი, რომელიც მსაჯს ეკამათებოდა, შეურაცხყოფად და უპატივცემულობად აღიქვეს, ამიტომ 2 მატჩის გამოტოვებით დააჯარიმეს, "რეალი" კი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.