კატალონიელებმა გერმანელს, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ხავი ჩაანაცვლა, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.
ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებს ავარჯიშებდა, საიდანაც 2023 წელს დაითხოვეს. ის გახლდათ იმ მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი, რომელმაც 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.