24 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ხულიან ალვარესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას მადრიდული კლუბი ავრცელებს.
"ატლეტიკომ" ალვარესი "მანჩესტერ სიტისგან" 75+20 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
მან გასულ სეზონში პრემიერლიგის 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.