სუბიმენდიმ "ლივერპულში" გადასვლა გადაიფიქრა

AutoSharing Option
"სოსიედადის" 25 წლის ნახევარმცველმა მარტინ სუბიმენდიმ "ლივერპულში" გადასვლა გადაიფიქრა, - იტყობინება Relevo.

ადრე სუბიმენდი "ლივერპულში" გადაბარგებაზე თანახმა იყო, ინგლისური კლუბი კი მის 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებდა.

თავის მხრივ "სოსიედადი" თავისი საკვანძო ფეხბურთელის შენარჩუნებას რობინ ლე ნორმანის "ატლეტიკოში" გაყიდვის შემდეგ და მიკელ არტეტას შესაძლო წასვლის გამო ცდილობდა.

მარტინმა გასულ სეზონში ლა ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სოსიედადში რომ ხარ და ლივერპული გეძახის და ფიქრობ და ბოლოს არ გადადიხარ ალბათ ვერასდროს გახდები დიდი ფეხბურთელი, იმიტომ რომ ამბიცია არ გაქვს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ლივერპული მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდია, არა, უბრალოდ სოსიედადზე მაღალი დონე ხომ მაინც არის
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული