კიეზამ შეიძლება კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა, რომელიც "იუვენტუსმა" შემადგენლობიდან გამოიყვანა, შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი ფალი რამადანი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა კატალონიურ კლუბს. მისი შეძენა "ბარსას" არანაკლებ 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

კიეზამ გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული