ნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც "ბარსელონაში"? - ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

AutoSharing Option
As Fichajes წერს, რომ "ალ ჰილალის" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს 2024/25-წლების სეზონის დასრულების მერე, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, ევროპაში დაბრუნება სურს.

32 წლის ვარსკვლავის მიზანია კვლავ "ბარსელონას" მაისურის მორგება ყოფილა, რაზეც უარზე არც თავად კატალონიელები არიან.

ნეიმარი "ბლაუგრანას" რიგებში 2013/17-წლებში უკვე ირჯებოდა და ამ დროის განმავლობაში 10 ტიტულის მფლობელი გახდა.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო, როდისაც მისმა "ალ ჰილალმა" საუდის არაბეთის სუპერ თასზე კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრი" დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ვფიქრობ ამან დაასრულა კარიერა

ზოგადად ბრაზილიელი მოთამაშეები გამოირჩევიან არაპროფესიონალიზმით
როგროც წესი ადრე ასრულებენ კარიერას.
არ ვიცი ხამები არიან, უნახავები თუ რა ხდება ვერ გეტყვით :)
ქალებზე და გართობებზე ხამებივით იქცევიან :)
ანუ უნახავმა რა ნახაო
1
ფული მოადებინა და ახლა ისევ სახელის დაბრუნება უნდა.
მახო
14:55 21-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული