წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნის" 23 წლის განაპირა მცველ ალფონსო დევისს მიუნხენელებთან კონტრაქტი სწორედ ამ დროს ამოეწურება და მადრიდელებიც მის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდებიან.
კანადელის ფეხბურთელის დამატება "სამეფო გუნდის" დიდი ხნის მიზანია და "რეკორდმაისტერი" ამ ზაფხულს მას 50 მილიონ ევროდ აფასებდა.
გასულ სეზონში დევისმა ჯამში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.