ადრე სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბი მზაობას გამოთქვამდა, 24 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ მილიარდი გაეღო.
ESPN წერს იმასაც, რომ თუ ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" მოიგო, შემდეგ ზაფხულს შესაძლოა, "ბლანკოსიდან" წასვლაზე დაფიქრდეს კიდეც.
თანაც, მას გუნდთან კონტრაქტი უკვე მხოლოდ 2 წელიღა ექნება და თუ შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელდა, "რეალს" მისი გაშვება შემდეგ უკვე დაბალ ფასად მოუწევს.