41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, "ვილიარეალთან" მატჩისას მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, 7-9 თვე მკურნალობა დასჭირდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს.

41 წლის კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ თუ "ბარსელონა" მიიპატიჟებს, კარიერას განაახლებს და ტერ შტეგენს შეცვლის.

ბრავომ გასულ სეზონში "ბეტისში" ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში, აგრეთვე ჩილეს ნაკრებში ამერიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და აგვისტოში თამაშს თავი დაანება.

ბრავო კატალონიურ გუნდში 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა, 2017 წელს კი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუგეშაშვილი წაიყვანონ, ცხვირწინ უდევთ მამარდას მაგალითი. კარგი მეკარეა არსად ნორმალურ გუნდში და ნორმალურ ჩემპიონატში შანსი არ მიეცა ნამდვილად გაამართლებს. სახელოვან ძვირ მეკარეს ბარსა მაინც ვერ შეიძენს.
G.LA
04:20 24-09-2024
0
ბარემ ვიქტორ ვალდესი დააბრუნეთ, ან სულაც სუბისარეტა.DDDDDDDDDDDD
eros
20:42 23-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული