"ვალენსია" განადგურების პირას მიიყვანა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი" - პიტერ ლიმს უჩივლეს

AutoSharing Option
El Diario-ს ცნობით, "ვალენსიას" მფლობელის, პიტერ ლიმის მიმართ ესპანეთში შესაძლო თაღლითობის გამო გამოძიება დაიწყო.

სინგაპურელ მილიარდერს დოკუმენტების გაყალბებაში და კლუბიდან თავისი კომპანიების ანგარიშებზე 22.3 მილიონი ევროს უკანონოდ გადარიცხვაში ადანაშაულებენ და ეს მაშინ, როდესაც კლუბში არავითარ ინვესტიციას არ ახორციელებს - პირიქით, ყოველ წელს ფეხბურთელებს ყიდის, გუნდის შემადგენლობა მუდმივად იცვლება და სავალალო მდგომარეობაშია.

გამოძიება კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მიგელ ზორიოს მიერ 7 ივნისს შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს. პროკურორს ექვსი თვე აქვს იმისათვის, რათა განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, საქმე დახუროს ან სასამართლოს გადასცეს.

Sportall.Ge

დოკუმენტები, რომლებიც
ზორიომ საჩივარს თან დაურთო, ამტკიცებს, რომ "ვალენსიას" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა კომპანია Meriton Holdings Ltd-მა კლუბს 2022 და 2023 წლებში გადასახდელად 17.2 და 6.1 მილიონი მოსთხოვა მომსახურებისთვის, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ანგარიშის სახით არ იყო წარდგენილი. მოგვიანებით, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გააფართოვა საჩივარი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ახალი "მესტალიას" მშენებლობის პირობების შეთანხმების დამტკიცებასთან.

შეგახსენებთ, "ვალენსიას" სტადიონის მშენებლობა დაფინანსების უკმარისობის გამო გაიყინა. "ღამურების" გულშემატკივრებმა ლიმის გადაყენება რამდენჯერმე მოითხოვეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Შენი დემენციისაგან განკურნებული ქურუმი როგორ არი?
G.LA-ს
14:15 28-09-2024
3
ფიფიების და ლიმების დდდდდდდდდდდდმმმმმმმმმმმმმმმმმ!!!!!!!!!!!!!!!
დ.დ.
11:22 28-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული