Mundo Deportivo: ლეაომ და დავიდმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მილანისა" და "ლილის" შემტევებმა, შესაბამისად, რაფაელ ლეაომ და ჯონათან დევიდმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს.

ორივე ფეხბურთელი კატალონიელთა ზაფხულის სატრანსფერო სიაშია. "ბლაუგრანას" განსაკუთრებით პორტუგალიელის დამატება უნდა, რადგან მას მომავალ ვარსკვლავად ხედავენ.

ამას გარდა, ლეაოს "როსონერის" მთავარ მწვრთნელ თანამემამულე პაულო ფონსეკასთან პრობლემები აქვს და ამას ფეხბურთელის გარემოცვაც აღიარებს.

მას ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც ტიტულების მოგება შეუძლია. გარდა ამისა, პორტუგალიელს მიაჩნია, რომ ნავთსაყუდელის შეცვლის დროა.

"ბლაუგრანა" ასევე აქტიურად აკვირდება დავიდს, გუნდს ფეხბურთელის გოლის ალღო განსაკუთრებულად მოსწონს და წინა
ხაზის მნიშვნელოვან წევრად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო სიაში ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი და ლეროი სანეც არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული