"ბარსელონა" მზადაა ფრენკი დე იონგს დაემშვიდობოს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 27 წლის ნიდერლანდელ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს "ბარსელონას" დატოვება მოუწევს, - იტყობინება რადიო Catalunya.

დე იონგი "ბარსელონას" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კოჭ-წვივის ტრავმის გამო თითქმის ნახევარი წელი გაუცდა, კონტრაქტს არ გაუგრძელებენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება და ტრანსფერზე დააყენებენ.

"ბარსა" დე იონგს 20 მილიონ ევროდ შეელევა. აღნიშნულია, რომ კატალონიური კლუბისთვის პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული