მორიგი დიდი სკანდალი - "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს

AutoSharing Option
Sport.es წერს, რომ მსაჯებთან მუდმივი კონფლიქტებისა და სკანდალების გამო, "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს. მადრიდელებს გერმანიის ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს ვარიანტი აქვთ.

"სამეფო გუნდს" ინგლისის პრემიერ ლიგის ვარიანტიც ჰქონდათ, თუმცა პრემიერ ლიგის რეგლამენტი ასეთ რამეს კრძალავს.

"ბლანკოსში" მიაჩნიათ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს მსაჯებისა და სხვა კლუბების დახმარებით.

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგის ჩამოყალიბების წინააღმდეგი კვლავ არაა და ტებასთან კონფლიქტის მთავარ მიზეზადაც ეს სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რეალი რო მსაჯზე დაიწყებს წუწუნს :D :D :D :D სამართლიანად თუ უსამართლო იყო ეგ წითელი ბარათი, ეგეთი უსამართლო რეალის სასარგებლოს მსაჯები არიან ყოველ თამაშში, ერთიდღე რაღაც უზდელობა არ გაუტარეს გაბლატავებულ საშუალო დონის ფეხბურთელს და არიქა ლიგას ტოვებენო ერთი ამბავი ატეხეთ :)))))))))))) ზღაპრებია ეს ყველაფერი, არსად წამსვლელი რეალი არ არის, სხვა ლიგაში აღარ დაუდებენ მსაჯები საჯარიმოს გარედან პენლებს და არც რამოსის/პეპესნაირ უხეშ მოთამაშეებს აბლატავებენ, და მერე მოუნდებათ ისევ კომფორტულ, მოსყიდულ ლა ლიგაში თამაში :)))))))
:))))))))))))))))
16:02 18-02-2025
22
ღრმად პატივცემულო "ნაცებო"... ამ საიტს მაინც დაანებეთ თავი!!! არ გყოფნით თქვენი ტელევიზიევი და საიტები???
tngh
18:37 18-02-2025
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული