"კარიერას ისე არ დავასრულებ, ახალ "კამპ ნოუზე" არ ვითამაშო" - არგენტინელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
არგენტინელი DSports-ის ჟურნალისტი ალექს კანდალი, სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, მესიმ თქვა, რომ კარიერას ისე არ დაასრულებს, ახალ "კამპ ნოუზე" არ ითამაშოს.

კანდალი ის ადამიანია, რომელმაც 2022 წლის მაისში პირველმა დაწერა, რომ ლეო კარიერას აშშ-ში, "ინტერ მაიამიში" განაგრძობდა.

ინფორმაციისთვის, არგენტინელს "ინტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს ეწურება, ახალი "კამპ ნოუს" მასშტაბური რემონტი კი სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. თუ ვინმეს შეხსენება სჭირდება, ვთქვათ ისიც, რომ მესი "ბარსელონას" ღირსებას 2005/21-წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამხელა მუხტს და სტიმულს მისცემს დღევანდელ ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელებს მესისთან ერთად ვარჯიში და თამაში.
barca
21:11 25-02-2025
0
რა კარგია, ლეოს სამივე შვილი ფეხბურთზე, რომ დადიან? კოჭებშივე ეტყობათ მამამისის გენები! განსაკუთრებით უფროსი შვილია ნიჭიერი! აბა რა? რაც უფრო მეტი მესები იქნებიან ფეხბურთში, მით უკეთესი ფეხბურთისთვის!
ასეა!
19:24 25-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული