კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" 17 წლის შემტევი ლამინ იამალი ლეო მესის კლასის ფეხბურთელი ვერ გახდება.

"ეს ბიჭი დიდ წარმატებებს აღწევს. როდესაც "ბარსელონაში" თამაშს იწყებდა, ამბობდნენ, რომ ახალი მესია, მაგრამ არა, მის დონეს ვერ მიაღწევს. ის ექსტრაორდინალურია, შესანიშნავია, ტოპ-მოთამაშეა, თუმცა მესის მსგავსი გენიოსი არ არის", - ციტირებს კაპელოს "მარკა".

მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში იამალმა 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პელეს ეპოქაში ასე ამბობდენ მასზე და გამოჩნდა მარადონა..შემდეგ მარადონაზე იგივე და გამოჩნდა რონალდინიო..შემდეგ მესი..უპრიანია შედარებები..მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ახალი გენიოსი..ფეხბურთი ამითაცაა საინტერესო..არაპროგნოზირებადი და ისეთი ტემპებით ვითარდება..იამალს წარმატებები..
კიეზა
14:27 04-03-2025
1
ბევრზე უთქვიათ ახალი მესი ხარო, მაგრამ აღარ ჩანან ახალი მესები? ეგება ლეოს შვილებმა მაინც განაგრძნონ ლეგენდის გზა?
ვახო
12:53 04-03-2025
0

სიახლეები პოპულარული