კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" 17 წლის შემტევი ლამინ იამალი ლეო მესის კლასის ფეხბურთელი ვერ გახდება.

"ეს ბიჭი დიდ წარმატებებს აღწევს. როდესაც "ბარსელონაში" თამაშს იწყებდა, ამბობდნენ, რომ ახალი მესია, მაგრამ არა, მის დონეს ვერ მიაღწევს. ის ექსტრაორდინალურია, შესანიშნავია, ტოპ-მოთამაშეა, თუმცა მესის მსგავსი გენიოსი არ არის", - ციტირებს კაპელოს "მარკა".

მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში იამალმა 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეო მესისნაირი, ფეხბურთელი ვეღარც დაიბადება! ლეო არის ერთი და განუმეორებელი! მორჩა და გათავდა, აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი! ლეო არის თვითონ ფეხბურთი!!!!!!
ასეა!
00:46 04-03-2025
3
ყველაზე მეტად ვინმეს ვინმესთან შედარებაა დიდი სისულელე. საკუთარ თავს ჰკითხემ გინდა რომ იმ ვიღაცცნაირის მსგავსი იყო თუ საკუთარი სახელით დაგიმახსოვრონ.?
საბა
20:57 03-03-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული