ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა - დეკო ტრანსფერის წინააღმდეგია

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა დეკომ გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნების თემა დახურა. პორტუგალიელი წინააღმდეგია, რომ ბრაზილიელმა კვლავ კატალონიელთა ფორმა მოირგოს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

უპირველეს ყოვლისა, დეკო თვლის, რომ ნეიმარმა უკვე გადალახა კარიერის პიკი და "ბლაუგრანას" ვერ გააძლიერებს. ასევე, კატალონიური კლუბი შიშობს, რომ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გუნდის გასახდელზე.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად "სანტოსში" ასპარეზობს. მან ახლახან მორიგი ტრავმა მიიღო და მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეი, შენი ხშირი ტრამვიანობა, კარნავალებზე და ღამის კლუბებში ხეტიალის ბრალია! არ იცავ რეჟიმს და აქედან გამომდინარე შედეგებიც არ აგვიანებს! ეეხ, რა ნიჭის პატრონი ხარ და როგორ ანიავებ?
ასეა!
12:19 11-03-2025
0
მაგ ჭყანვას შეეშვი, ნეიმარ?
გია
12:26 11-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული