
ABC-ის ცნობით, "ბეტისს" უნდა "მანჩესტერიდან" იჯარით აყვანილი 25 წლის ნახევარმცველი ანტონი კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს.
"ბეტისს" ბრაზილიელთან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება სურს და მზადაა ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუხადოს.
ამ სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.