პირველად ესპანეთის ფარგლებს გარეთ - "ბარსელონა" ფანშოპს თბილისში ხსნის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" თავისი ოფიციალური საიტის მეშვეობით გვაუწყა, რომ კლუბი მალე სამ ახალ ფანშოპს გახსნის და ყოველივე ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იმითაა, რომ ერთ-ერთი მათგანი თბილისში იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდი ოფიციალურ ფანშოპს ესპანეთის ფარგლებს გარეთ პირველად გახსნის და ეს საქართველოს დედაქალაქში 29 მარტს მოხდება.

რამდენიმე დღის შემდეგ "ბლაუგრანა" ფანშოპს მალაგაში, შემდეგ კი პალმე დე მალიორკაზეც აეროპორტში გახსნის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა სიბოროტეა,რა გჭირთ ხალხო.პატივი ვცეთ ერთმანეთს ბოღმიანებო
კინგი
15:24 23-03-2025
1
როგორც იქნა დაგვაფასეს ბარსას ქართველი გულშემატკივრები
ზურიკო
10:29 23-03-2025
3

სიახლეები პოპულარული