საქართველოს UEFA-ს რეიტინგში დაქვეითება აღარ ემუქრება

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო UEFA-ს კოეფიციენტებისგან შედგენილ რეიტინგში მეტად აღარ დაქვეითდება და არცთუ საამაყო 45-ე ადგილს შეინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც "ფოლამ" შვედურ "ოსტერსუნდსთან" წააგო, ლუქსემბურგი ევროტურნირზე წარმომადგენლის გარეშე დარჩა. სწორედ ლუქსემბურგი იყო ის ერთადერთი დარჩენილი ქვეყანა, რომელიც რეიტინგში ჩვენზე უკან იყო და რომლის კლუბიც ევროტურნირებზე კვლავ თამაშობდა. "ფოლას" გამოვარდნა კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელს მეტად აღარ დაქვეითდება.

მიმდინარე ევროსეზონის დაწყებამდე საქართველო, 6.375 ქულით, 54 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებდა. შედეგი, რომელიც გაუმჯობესების სურვილს იწვევდა,
კიდევ უფრო გაუარესდა. ყველა ქართული კლუბი ევროტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და ქვეყნის ანტირეკორდიც დაფიქსირდა - მხოლოდ 0.125 ქულა. შედეგად, მოუყარა რა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავი მხოლოდ 5 ქულას, საქართველო 5 საფეხურით დაქვეითდა. ცნობისთვის, არცერთ სხვა ქვეყანას ასეთი რეგრესი არ აქვს. საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბელორუსია, რომელიც წელს 4 საფეხურით დაქვეითდა.

ამჟამად, საქართველო შემდეგ ქვეყნებს უსწრებს: სომხეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთი ირლანდია, უელსი, ფარერების კუნძულები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო, კოსოვო. ამ უკანასკნელის კლუბებს UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში ჯერ ქულა არ აუღიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ქარტულ ფეხბურთს არაფერი ეშვლება მაინც აჰა ოდესმე 2-3 რეიტინგით ავიწევთ ეგაა და ეგ ყოველთვის ასე იქნება ასე რომ იმედი არ გქონდეთ ჩვენ სომხეთს და აზერბაიჯანს და მისნაირებს უნდა ვებზოლოთ აწი და არა ზემო ეშელონიოს კლუებს და ნაკრებებს
0
esaris is rac aris da meti araperi arc iqneba sanam iqnebian adamianebi romlebis pexburtshi chadebul puls curbelebivit coven da jibes avseben zalian bevri axalgazrda talanti gaushves am zapxuls da amit chempionati ingreva da ganvitarebaze zedmetia saubaric nu angrevt qartul pexburts gadaxedet istorias da tvalze cremli mogadgebat gaagzelet istoria nu angrevt mas
Giorgi
17:07 04-08-2017
0

სიახლეები პოპულარული