საქართველოს UEFA-ს რეიტინგში დაქვეითება აღარ ემუქრება

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო UEFA-ს კოეფიციენტებისგან შედგენილ რეიტინგში მეტად აღარ დაქვეითდება და არცთუ საამაყო 45-ე ადგილს შეინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც "ფოლამ" შვედურ "ოსტერსუნდსთან" წააგო, ლუქსემბურგი ევროტურნირზე წარმომადგენლის გარეშე დარჩა. სწორედ ლუქსემბურგი იყო ის ერთადერთი დარჩენილი ქვეყანა, რომელიც რეიტინგში ჩვენზე უკან იყო და რომლის კლუბიც ევროტურნირებზე კვლავ თამაშობდა. "ფოლას" გამოვარდნა კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელს მეტად აღარ დაქვეითდება.

მიმდინარე ევროსეზონის დაწყებამდე საქართველო, 6.375 ქულით, 54 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებდა. შედეგი, რომელიც გაუმჯობესების სურვილს იწვევდა,
კიდევ უფრო გაუარესდა. ყველა ქართული კლუბი ევროტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და ქვეყნის ანტირეკორდიც დაფიქსირდა - მხოლოდ 0.125 ქულა. შედეგად, მოუყარა რა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავი მხოლოდ 5 ქულას, საქართველო 5 საფეხურით დაქვეითდა. ცნობისთვის, არცერთ სხვა ქვეყანას ასეთი რეგრესი არ აქვს. საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბელორუსია, რომელიც წელს 4 საფეხურით დაქვეითდა.

ამჟამად, საქართველო შემდეგ ქვეყნებს უსწრებს: სომხეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთი ირლანდია, უელსი, ფარერების კუნძულები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო, კოსოვო. ამ უკანასკნელის კლუბებს UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში ჯერ ქულა არ აუღიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ქარტულ ფეხბურთს არაფერი ეშვლება მაინც აჰა ოდესმე 2-3 რეიტინგით ავიწევთ ეგაა და ეგ ყოველთვის ასე იქნება ასე რომ იმედი არ გქონდეთ ჩვენ სომხეთს და აზერბაიჯანს და მისნაირებს უნდა ვებზოლოთ აწი და არა ზემო ეშელონიოს კლუებს და ნაკრებებს
...
07 აგვისტო 2017 21:22
0
esaris is rac aris da meti araperi arc iqneba sanam iqnebian adamianebi romlebis pexburtshi chadebul puls curbelebivit coven da jibes avseben zalian bevri axalgazrda talanti gaushves am zapxuls da amit chempionati ingreva da ganvitarebaze zedmetia saubaric nu angrevt qartul pexburts gadaxedet istorias da tvalze cremli mogadgebat gaagzelet istoria nu angrevt mas
Giorgi
04 აგვისტო 2017 17:07
0
ანუ პირველი ეტაპიდან დაიწყებენ ჩემპიონთა ლიგას ქართული გუნდები სომხეთივით?
dito
04 აგვისტო 2017 15:55
0
უგემოვნო და უაზრო დიზაინია. ან ძველი დააბრუნეთ ან ნორმალური დიზაინი გააკეთეთ
დათო
04 აგვისტო 2017 15:33
1
საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელები არ თამაშობენ, უფრო მკვდარი სულები. ამ ჩვენთვის უსაშინლეს რეიტინგში ერთი რაც გულს ახარებს, რომ სომხებს ვუსწრებთ, დანარჩენი კი ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ჩვენ ვართ უკვე მალტის, ანდორის, ლუქსემბურგის დონის ქვეყანა, ესე თუ გაგრძელდა, სულ მალე საპატიო ბოლოდან პირველ საფეხურზე ვიქნებით
llcl
04 აგვისტო 2017 15:00
0
კაცურად დაუბრუნდით ისევ იმ დიზაინს.
gigo
04 აგვისტო 2017 13:10
0
შენ თუ პატარო ფოტოებით მოგწონს მობილურით შემოდი ხოლმე ))))))))მე ეს მომწონს .. დიდი ფოტოებია და საკაიფოდ ჩანს ... არაფერიც არ დააბრუნოთ !!!! კარგია !
123
04 აგვისტო 2017 13:36
5
ასე ხდება როდესაც ფეხბურთში ფული კი არ იდება, პირიქით გაედინება
ქართველი
04 აგვისტო 2017 12:34
2
აზერები 22 არიან... სირცხვილი და თავის მოჭრა
GEO
04 აგვისტო 2017 11:50
0
ქართული ფეხბურთის დედა უცხოეთშია წასული სამუშაოდ, ანუ სექსმუშაკად!
Gio
04 აგვისტო 2017 11:49
1
;)))))))))))))))))))))))))))))))))))))))
))))))))))))))))))))))
04 აგვისტო 2017 12:08
1
კატასტროფის პოზიტიური დანახვა.
ამასაც ნიჭი უნდა!
რა მნიშვნელობა აქვს ბოლო ვიქნებით თუ ბოლოსწინა მიზეზები ეძეით და სააშკარაოზე გამოიტანეთ
დათო
04 აგვისტო 2017 11:37
0
ისევ იტყვიან ფულია საჭიროო , მაგრამ ჩვენს წინ რომ ისეთი ქვეყნებია რომლებსაც ჩვენზე ნაკლები ფულიც აქვთ ?!

კაპიკი არ უნდა მიცენ ფედერაციას და აი მაშინ გვეშველება !!!
gog
04 აგვისტო 2017 12:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული