ხორვატებმა "გუდისონზე" ინგლისელების გალახვა მოინდომეს

AutoSharing Option
ლივერპულში "გუდისონ პარკზე" ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში "ევერტონმა" სპლიტის "ჰაიდუკს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა მცველის მაიკლ კინის მიერ 30-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. სტუმართა ფანებმა ინგლისელი გულშემატკივრების გალახვა მოისურვეს და მათ სექტორში შესაღწევად მოედანზე გადასვლა სცადეს. დაამტვრიეს სკამები, ეჩხუბნენ სტიუარდებს, რის გამოც მსაჯმა თამაში რამოდენიმე წუთით შეაჩერა.

განმეორებითი შეხვედრა ხორვატიაში 24 აგვისტოს გაიმართება და ვნახოთ, იქაც ექნება თუ არა არეულობას ადგილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული