გაიმართა ევროპა ლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრები: "ატლეტიკომ" 1:0 დაამარცხა "არსენალი" და ფინალში გავიდა, ხოლო "ზალცბურგმა" ძირითად დროში 2:0 სძლია "მარსელს", ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, დამატებით დროში კი "ოლიმპიკმა" მოახერხა გოლის გატანა და ფრანგული გუნდი 16 მაისს ლიონში ტურნირის გადამწყვეტ მატჩში როხიბლანკოს შეხვდება.
სტუმრად გახერხებული ფრის (1:1) შემდეგ, "ატლეტიკოს" საკუთარ მოედანზე ნულოვანი ფრეც აწყობდა. უკვე მე-12 წუთზე შეცვალეს "მეთოფეთა" ტრავმირებული მცველი კოსიელნი, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას აქილევსის მყესი დაუზიანდა, 6 თვე გაუცდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
როხიბლანკოს საკუთარ მოედანზე 11 მატჩში არ ჰქონდა გოლი გაშვებული, ძალიან ფრთხილად თამაშობდა, ორივე გუნდის კართან ცოტა მომენტი შეიქმნა, თუმცა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ დიეგო კოშტამ გრიზმანის პასით გახსნა ანგარიში. მან ვენგერის გუნდს 7 მატჩში 4 გოლი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ კოსიელნის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ჩემბერსმა გრიზმანს იდაყვით თავი გაუტეხა, ამ უკანასკნელს სისხლი წამოუვიდა, მაგრამ თამაში გააგრძელა.
მეორე ტაიმში ლონდონელები ეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ოსტატობა არ ეყოთ და ევროპა ლიგაზე წაუგებელი 5-მატჩიანი სერიის მერე დამარცხდნენ.
ეს არსენ ვენგერის 250-ე მატჩი გახლდათ ევროტურნირებზე და მან უკანასკნელი შანსი რომელიმე ტურნირის მოგებისა ვერ გამოიყენა.
"ატლეტიკო" მესამედ გავიდა ევროპა ლიგის ფინალში და "სევილიას" მიღწევა გაიმეორა.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლოტანო".
ატლეტიკო - არსენალი 1:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (45+2)
ატლეტიკო: ობლაკი, ლიუკა ერნანდესი, გოდინი, ხიმენესი, პარტი (სავიჩი 90+3), ვიტოლო (კორეა 74), საული, გაბი, კოკე, გრიზმანი, დიეგო კოშტა (ტორესი 83)
არსენალი: ოსპინა, მონრეალი, კოსიელნი (ჩემბერსი 12), მუსტაფი, ბელერინი, ჯაკა, უილშირი (მხითარიანი 68), რამზი, ოზილი, უელბეკი, ლაკაზეტი
ავსტრიული გუნდი "ველოდრომზე" დამარცხდა (0:2) და მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგა. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ 53-ე წუთზე ედარამ დააწინაურა მასპინძლები. 65-ე წუთზე შლაგერის დარტყმული ბურთი სარის მოხვდა, რიკოშეტი და 2:0. 90-მა წუთმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული და დამატებითი დრო დაინიშნა.
შეცვლაზე შესულმა როლანდომ 116-ე წუთზე პაიეს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ვალკეს კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ხაზგასასმელია, რომ რუსმა არბიტრმა სერგეი კარასიოვმა ამ მომენტში კუთხური შეცდომით დანიშნა. ამას გარდა, მან "ზალცბურგს" გოლი თამაშგარედან ჩაუთვალა, ხოლო "მარსელს" პენალტი არ დაუდო.
"ოლიმპიკი" პირველი ფრანგული გუნდია, რომელიც 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირის ფინალში გავიდა.
ზალცბურგი. "რედ ბული". 29 520 მაყურებელი
ზალცბურგი - მარსელი
გოლები: 1:0 ედარა (53), 2:0 სარი (65, ავტოგოლი), 1:2 როლანდო (116)
გაძევება: ედარა (119)
ზალცბურგი: ვალკე, ულმერი (პონგრაჩიჩი 97), ჩალეტა-ცარი, რამალიო, ლაინერი, სამასეკუ, ბერიშა, ედარა, შლაგერი (მინამინო 84), დაბური, გულბრანდსენი (ხვანი 68)
მარსელი: პელე, ამავი, ლუის გუსტავო, რამი, სარი, სანსონი (როლანდო 101), ლოპესი (ანგისა 67), ოკამპოსი, პაიე, ტოვენი, ჟერმენი (ნ'ჯი 85)
00:59 04-05-2018
ევროპა ლიგა. 1/2 ფინალები. განმეორებითი მატჩები: "ატლეტიკო" და "მარსელი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზალცბურგი მარსელის მატჩში,პენალტი კი ბატონო,ხელში მოხვდა,მაგრამ გოლის ეპიზოდში თამაშგარე სად დალანდეთ?პირველი გოლი მესის სადარი დრიბლინგით გაიტანა,მეორე გოლში კი, საგოლე პასი მცველმა გააკეთა.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული