არსენ ვენგერი: "ატლეტიკო" ფინალსაც მოიგებს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:1) შემდეგ კომენტარი "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გააკეთა:

"დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლომდე დავიხარჯეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, რომელიც ალბათ, ფინალსაც მოიგებს.

გოლის გასატანად რაღაც არ გვყოფნიდა. უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და იმედგაცრუებულნი ვართ. საქმე პირველივე მატჩში უნდა მოგვეთავებინა.

ეს გუნდი თავს კარგად იცავს. გოდინმა ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. დამწუხრებული და უკმაყოფილო ვარ. ახლა კლუბს აქვს საიმისო დრო, რომ მოიფიქროს, რა გააკეთოს შემდეგ სეზონში".
მკითხველის კომენტარები / 2 /
22 წელია არსენალია მწვრთნელია, აქამდე რატო გააჩერეს?! რას მისღწია ? რა მოიგო? ის პრემიერლიგა ამან კიარა ანრიმ ვიერიმ და კამპანიამ მოიგეს.. არცერთი სერიოზული ტიტული 22 წლის მანძილზე : დ მართლა არსენაა რა..
Chaachi
10:16 04-05-2018
2

სიახლეები პოპულარული