"დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლომდე დავიხარჯეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, რომელიც ალბათ, ფინალსაც მოიგებს.
გოლის გასატანად რაღაც არ გვყოფნიდა. უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და იმედგაცრუებულნი ვართ. საქმე პირველივე მატჩში უნდა მოგვეთავებინა.
ეს გუნდი თავს კარგად იცავს. გოდინმა ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. დამწუხრებული და უკმაყოფილო ვარ. ახლა კლუბს აქვს საიმისო დრო, რომ მოიფიქროს, რა გააკეთოს შემდეგ სეზონში".