ევროპა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: ქართული ლეგიონის ამბები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" გარდა კიდევ 20 მატჩი გაიმართა. ჩვენს მკითხველს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი ლეგიონერების ამბები აინტერესებს. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"დუდელანჟმა" მორიგი სენსაცია მოახდინა და საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "კლუჟი". შეგახსენებთ, ლუქსემბურგურმა გუნდმა წინა ეტაპიდან "ლეგია" გამოაგდო. მასპინძელთა ნახევარმცველი ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა.

ტრნავას "სპარტაკმა", რომელიც 29-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, ლიუბლიანაში 2:0 სძლია "ოლიმპიას". სლოვაკური გუნდის ჰავბეკი ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმირებულია.

"ზორია" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ლეიპციგს" (0:0). აღსანიშნავია, რომ ლუგანსკური გუნდი მე-19 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა. "ზორიას"
მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო.

"გენტისა" და "ბორდოს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

"უფამ" გლაზგოში 0:1 წააგო "რეინჯერსთან". რუსული გუნდის მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძის თამაში წელს ვერ ვნახე, ყველა რომ აქებთ მიხარია, მარა გოლი რატო ვერ გააქ, ან საგოლე პასს მაინც რატო ვერ ახერხებს ეს ცოტა მაფიქრებს. იმედია ესეც მალე იქნება.
0
ვუყურე ჩაკვეტაძის თამაშს და ყველაზე გამორჩეული იყო, ცოტა დარტყმებს და პასზე გახსნებს რო მოუმატებს გზა ხსნილი ექნება დიდი ფეხბურთისკენ.
ნიკა
12:55 24-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული