უეფა ევროპა ლიგაში კლუბების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ უეფა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას აპირებს.

მისი თქმით, გუნდები 48-დან 32-მდე შემცირდება.

"ევროთასების მესამე ტურნირის დაწყებაზე ვმუშაობთ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა კლუბებისთვის. ეს მათ ევროთასებზე ასპარეზობის მეტ შანსს მისცემს. უეფა-სთან ერთად ასევე ევროპა ლიგის მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას 48-დან 32-მდე განვიხილავთ.

ამ ფანტასტიკურ სპორტში მეტი ბალანსი გვინდა და ასევე იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორი ფეხბურთის დატოვება გვინდა ჩვენი შვილებისთვის. 70-იან და 80-იან წლებში ევროპული ჩემპიონთა თასი ისეთმა გუნდებმა მოიგეს, როგორებიც "აიაქსი" და
"ბენფიკა" არიან. ახლა მათი ხილვა ზემოთ რთულია, რადგან მათსა და ესპანეთის, ინგლისის და გერმანიის კლუბებს შორის დიდი ეკონომიკური უთანასწორობაა.

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული თანხა, მაგრამ ფეხბურთისგან შემოსული თანხის მესამედი 12 უმდიდრეს კლუბზე მოდის", - ციტირებს ანიელის Football Italia.

altუეფა-ს ახალი ტურნირი - დეტალები უცნობია, თუმცა სიახლეები არის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული