ჯენარო გატუზო: ჩემი თანამდებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო აღიარებს, რომ "ბეტისთან" მარცხის (1:2) შემდეგ მისი თანამდებობაზე ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"მართალია, რომ ჩემი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მწვრთნელისთვის ასეთი თამაშის შემდეგ დაძინება რთულია. ნაწყენი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით, ჩემს თავზე. თანამდებობაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ის მაწუხებს, როგორ გადავჭრა ეს პრობლემა. მთავარი დამნაშავე მე ვარ, ამ დიდ კლუბს მე ვწვრთნი, ამიტომ პასუხისმგებელი ვარ" - განაცხადა ჯენარო გატუზომ.

ჯენარო გატუზო "მილანის" მთავარ მწვრთნელად გასულ სეზონში დაინიშნა. მისი გაწვრთნილი გუნდი სერია ა-ში 8 ტურის
შემდეგ 12 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

altრეინა - "ბეტისთან" წაგების შემდეგ: გვჯერა გატუზოსი როგორც არასდროს

altგატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული