რეინა - "ბეტისთან" წაგების შემდეგ: გვჯერა გატუზოსი როგორც არასდროს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში, საკუთარ მოედანზე "ბეტისთან" დამარცხების (1:2) შემდეგ "მილანის" მეკარემ პეპე რეინამ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მეტოქე ძალიან სწრაფად მოძრაობდა ბურთიანად და ამან ჩვენი გუნდის თამაში მოშალა. თამაშის უკეთ წაკითხვა გვმართებს.

მეტოქემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ჩვენ კი დამნაშავის ძიებას არ შევუდგებით. გვჯერა გატუზოსი როგორც არასდროს", - განუცხადა რეინამ Sky Sport Italia-ს.

ამ მატჩში გატუზომ ძირითადი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა დაასვენა და კარში რეინა ჩააყენა.

როსონერი 3 ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში, 9 ნოემბერს
სევილიაში "ბეტისს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული