უეფას პრესსამსახურმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური სათამაშო დღის საუკეთესო ფინტი გამოავლინა.
დღის ფინტად ედენ აზარის მომენტი აღიარეს. ლონდონის "ჩელსის" ლიდერი "სლავიასთან" შეხვედრაში, ერთ-ერთი შეტევის დროს მეტოქე გუნდის ორ ფეხბურთელს ეფექტურად გასცდა.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" "სლავია" სტუმრად ანგარიშით 1:0 დაამარცხა.