"ფეიენოორდის" თავკაცი: არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და როტერდამის "ფეიენოორდი" დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელთა თავკაცმა იაპ სტამმა ისაუბრა.

"ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. არ დავუშვებთ იმას, რომ დავმარცხდეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეთ.

ფეხბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშის დროს მოედანზე გულშემატკივარი იყოს, მით უმეტეს, ამხელა სტადიონზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მასპინძლისთვის უფრო წამგებიანია ცარიელი „დინამო არენა“.

არა მგონია, მე ვიყო ის ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის სისუსტეებსა და სიძლიერზე ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, თქვენს გუნდს აქვს
სისუსტეები და უპირატესობები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ძლიერი და საინტერესო გუნდია. ჩვენი გუნდი ითვალისწინებს მეტოქის ყველა ტაქტიკურ გარემოებას და ხვალინდელ შეხვედრაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენი თამაშის სახეს.

„დინამოს“ რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ნანახი, ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა თბილისელთა მატჩებს. თითქმის ყველა პოზიციაზე მნიშვნელოვანი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე ვერ გამოვარჩევ რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს. ხვალინდელ შეხვედრაში ძლიერი და აგრესიული თამაში უნდა ვაჩვენოთ. არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს".

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა როტერდამში 0:4 დასრულდა.

altფელის ვისენტე: შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი

altვიქტორ მონხილი: როგორც მათ მოგვიგეს, შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ ჩვენც




მკითხველის კომენტარები / 3 /
როტერდამშიც მაგარი პლანია და ნუ გვაბოლებ:)
emigranti
22:34 14-08-2019
0
არის შანსი თამაში შემობრუნდესო?
რა იყო ფეიენოორდი ყომარს აპირებს თუ რა ხდება?
ჯვებე
23:38 14-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული