ევროპა ლიგა. პლეი-ოფი: გვილიას "აიბროქსული" დრამა და ქართველთა სხვა ამბები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩატარდა.

"ლეგიამ" "რეინჯერსთან" პირველი მატჩის 0:0 დასრულების შემდეგ გლაზგოში იომა "რეინჯერსთან", მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვა გოლი, 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ვარშავულ გუნდში შეუცვლელად იასპარეზა ვაკო გვილიამ.

"ფერენცვაროშმა" სტუმრად მიღწეული ნულოვანი ფრის შემდეგ, ბუდაპეშტში 4:2 მოუგო სუდუვას". არადა, 66-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო და უნგრულ გუნდს გასავარდნად ჰქონდა საქმე. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა.

"სპარტაკი" მოსკოვშიც დამარცხდა "ბრაგასთან" (1:2) და გათამაშებას გამოეთიშა. "სპარტაკმა " უკანასკნელ 13 წელიწადში 8 ცდიდან მხოლოდ
ერთხელ გადალახა საკვალიფიკაციო ბარიერი. "სპარტაკში" ჯანო ანანიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"გენტმა" საკუთარ მოედანზე "რიეკას" 2:1 დამარცხების შემდეგ, ხორვატიაში ფრედ, 1:1 ითამაშა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. "გენტში" გიორგი ქვილითაია 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი ბერიძე განაცხადში ისევ არ იყო, გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"ფეიენოორდმა", რომელმაც თბილისის "დინამო" გამოაგდო, ისრაელშიც 3:0 მოუგო "ჰაპოელს".

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფერენცვაროში (უნგრეთი) -  სუდუვა (ლიეტუვა) 4:2 (0:0)
რეინჯერსი (შოტლანდია) - ლეგია (პოლონეთი) 1:0 (0:0)
რიეკა (ხორვატია) - გენტი (ბელგია) 1:1 (1:2)
ზორია (უკრაინა) - ესპანიოლი (ესპანეთი) 2:2 (1:3)
სპარტაკი (რუსეთი) - ბრაგა (პორტუგალია) 1:2 (0:1)
დუდელანჟი (ლუქსემბურგი) - არარატ არმენია (სომხეთი) 2:1 (პენ 5:4) (1:2)
ჰაპოელი (ისრაელი) - ფეიენოორდი (ჰოლანდია) 0:3 (0:3)
რიგა (ლატვია) - კოპენჰაგენი (დანია) 1:0 (1:3)
აიკ (შვედეთი) - სელტიკი (შოტლანდია) 1:4 (0:2)
მარიბორი (სლოვენია) - ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 2:2 (0:0)
ყარაბახი (აზერბაიჯანი) - ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია) 2:1 (2:3)
პაოკ (საბერძნეთი) - სლოვანი (სლოვაკეთი) 3:2 (0:1)
ბატე (ბელორუსი) - ასტანა (ყაზახეთი) 2:0 (0:3)
ვულვერჰემპტონი (ინგლისი) - ტორინო (იტალია) 2:1 (3:2)
ტრაბზონსპორი (თურქეთი) - აეკ (საბერძნეთი) 0:2 (3:1)
გიმარაეში (პორტუგალია) - სტიაუა (რუმინეთი) 1:0 (0:0)
აპოლონი (კვიპროსი) - პსვ (ჰოლანდია) 0:4 (0:3)
მოლდე (ნორვეგია) - პარტიზანი (სერბეთი) 1:1 (2:1)
ბნეი იეჰუდა (ისრაელი) - მალმიო (შვედეთი) 0:1 (0:3)
აინტრახტი (გერმანია) - სტრასბურგი (საფრანგეთი) 3:0 (0:1)
ანტვერპენი (ბელგია) - ალკმაარი (ჰოლანდია) 1:4 (ძირ.დრო 1:1)  (1:1)

მკითხველის კომენტარები / 1 /
პლეიოფში ქართველების გარდა ყველა ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის გუნდი თამაშობდა. რა სირცხვილში ვართ :(
კოტე
10:18 30-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული