ალეკსანდრ ბუბნოვი რუსული გუნდების განადგურებაზე: ეს სამარცხვინოა!

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე რუსული გუნდები სასტიკად დამარცხდნენ: ჩემპიონატის ლიდერი "კრასნოდარი" "ბაზელთან" - 0:5, ცსკა კი "ლუდოგორეცთან" - 1:5. ამაზე კომენტარი "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ბუბნოვმა გააკეთა.

"ამ კვირამ აჩვენა, რომ მოცემულ მომენტში, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ჩვენი გუნდები გაცილებით უკეთ არიან მზად, ვიდრე ისინი, რომლებიც ევროპა ლიგაზე თამაშობენ. ცსკა-მ და "კრასნოდარმა" თავიანთი სერიოზული პრობლემები წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ასე თამაში არ შეიძლება, ეს სამარცხვინოა! კიდევ კარგი, პირველი ტურია, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ექნებათ.

ეს გუნდები მომავალ უქმეებზე რუსეთის პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედია,
მსგავს საშინელებას არ ვიხილავთ", - განუცხადა ბუბნოვმა championat-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგიერთს რომ კითხო რუსულმა ლიგამ ჰოლანდიის და ბელგიის ჩემპიონატები კაი ხანია მოიტოვა, აბა შვეიცარიას ხომ სათვალავშიც არ აგდებენ.დდდდ
2
'ჩემპიონატის ლიდერი "კრასნოდარი" "ბაზელთან" - 0:5 დამარცხდა' რუსეთის უმაღლესი ლიგის ფეხბურთის მაქებლების კომენტარების წაკითხვაა საინტერესო. იმედია არ 'დაიზარებენ' და დადებენ კომენტარებს ისეთივე ენთუზიაზმით როგორც სხვა დროს სჩვევიათ.
გიორგი
13:08 20-09-2019
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული