ხოჭოლავა გააძევეს - "შახტარი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით ხოჭოლავას "შახტარი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია

კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "შახტარმა" "ვოლფსბურგს" 3:0 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ჟოაო ვიქტორი წააქცია, სლოვაკმა მსაჯმა ივან კრუჟლიაკმა კი ვიდეოგამეორების ხანგრძლივად ყურების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქართველზე უკანასკნელი იმედის ჯარიმა იყო და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. თუმცა ჟოაო გაფორმებულად წაქცევისას კართან მახვილი კუთხით იყო, მის მახლობლად დონეცკელთა მცველი მიკოლა მატვიენკო და გოლკიპერი ანდრეი პიატოვი იმყოფებოდნენ და ამდენად, არბიტრს, წესით, ქართველი
ასე მკაცრად არ უნდა დაესაჯა. ისიც აღსანიშნავია, რომ დავითმა იმ მომენტში პოზიცია დაკარგა.

დონბასური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დიდხანს არ დარჩენილა, ვინაიდან 70-ე წუთზე "ვოლფსბურგის" ამერიკელი მცველი ჯონ ბრუკსი ჟუნიორ მორაესს ეუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

89-ე წუთზე მორაესმა დოდოს გადაცემული ბურთი მიიღო და კოენ კასტელსის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.  90+1-ე წუთზე სოლომონმა დალაშქრა "მგლების" კარი, ხოლო 90+3-ე წუთზე მორაესმა დუბლი შეასრულა და "მეშახტეებმა" ორი შეხვედრის ჯამში საერთო ანგარიშით 5:1 იმარჯვეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრამ შეცდაა პოზიციურად და მაგის მიზეზი ზუსტად ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა რაც აქვს დაჩის შახტარში
გიო
23:12 05-08-2020
2
ბიჭო შეცდაო და რა ვიდეოს უყურებთ ერთი გამაგებინეთ?:)))
ზურგს უკან გარბის კაცი და ვერ ხედავს ხოჭო,უყურებს ბურთის მოძრაობას,მეორე მცველი იყო რომელიც ხედავდა გაქცეულ თავდამსხმელს.
გივიკო
00:25 06-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული