11 აგვისტოს ევროპა ლიგის დარჩენილი ორი 1/4-ფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილებიც გაირკვა.
"შახტარმა", რომლის რიგებში ვერ ითამაშა დისკვალიფიცირებულმა დავით ხოჭოლავამ, "ბაზელს" უპრობლემოდ სძლია - 4:1.
შვეიცარიულ გუნდს ტურნირზე წინა 5 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული, მაგრამ "მეშახტეთა" ბრაზილიელმა ლეგიონერებმა 4 გაუტანეს და გაანადგურეს.
გელზენკირხენი. "ველტინს-არენა"
შახტარი-ბაზელი 4:1
გოლები: 1:0 მორაესი (2), 2:0 ტაისონი (22), 3:0 ალან პატრიკი (75, პენ), 4:0 დოდო (88), 4:1 ვოლფსვინკელი (90+2)
"სევილიამ" კი "ვულვერჰემპტონს" მატჩის დასასრულს გატანილი გოლით 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში "ვულვზის" მექსიკელმა
თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
"სევილია" ყველა ტურნირზე ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია, რაც მისი საკლუბო რეკორდია.
დუისბურგი. "МСВ-არენა"
ვულვერჰემპტონი - სევილია 0:1
გოლი: ოკამპოსი (88)
გამოუყენებელი პენალტი: რაულ ხიმენესი (13, ვულვერჰემპტონი)
ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან:
16 აგვისტო
"მანჩესტერი" - "სევილია"
17 აგვისტო
"ინტერი" - "შახტარი"