"სევილიამ" "ინტერს" სძლია და მეექვსედ მოიგო ევროპა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" 3:2 დაამარცხა "ინტერი" და სარეკორდო მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანით კი დააწინაურა "ინტერი", მაგრამ შემდეგ დე იონგმა დუბლით "სევილია" წინ გაიყვანა. მან ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი, იქამდე კი 11 შეხვედრაში არ ჰქონდა გატანილი. თუმცა, მალე გოდინმა თავურით გაათანაბრა ანგარიში.

61-ე წუთზე ლუკაკუ მეურვეებს გაექცა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება. სამაგიეროდ შემდეგ საკუთარ კარში გაიტანა, როდესაც დიეგო კარლოსის მაკრატელათი დარტყმულ ბურთს საკუთარ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, გოლი კი დიეგო კარლოსს ჩაუთვალეს.

-
ლუკაკუმ ტურნირის ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი და რეკორდი დაამყარა - მის ანგარიშზე 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 34 გოლი გაიტანა. ამდენივე გოლი 1997/98 წლების სეზონში რონალდომ გაიტანა.
- დე იონგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში ორი გოლი თავით გაიტანა.
- "ინტერის" მწვრთნელმა კონტემ მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო - როდესაც ბურთი დიეგო კარლოსს ხელზე მოხვდა, ის პენალტს ითხოვდა.

- "სევილიამ" ტურნირის პლეი-ოფებში ჯამში 70 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- გოდინი მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც გოლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა.
- იტალიური კლუბები მეათე წელია ვერ იგებენ ევროტურნირს.
- ლოპეტეგიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო.
- 24 სექტემბერს ბუდაპეშტში სუპერთასზე "სევილია" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შეხვდება.
- კონტემ მწვრთნელის რანგში ევროტურნირის მეოთხე ფინალი წააგო.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი დე იონგი აღიარეს.

კიოლნი. "რეინენერჯიშტადიონი"
სევილია - ინტერი 3:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (5, პენ), 1:1 დე იონგი (12), 2:1 დე იონგი (33), 2:2 გოდინი (35), 3:2 დიეგო კარლოსი (74)

მკითხველის კომენტარები / 13 /
სევილია ევროპალოგაზე ჩუსტებით შედის, დატოვებული აქვს სახლშსსი))))) ვულოცავ!!!!!
ილია
01:02 22-08-2020
1
სევილიის კარში 100 % პენალტი არ დადეს და დიეგო კარლოსი მეორე ყვითლით გასაძევებელი იყო, შემდგომ გოლის ავტორი :) ინტერს უნდა მოეგო სამართლიანად.
შაკო
01:07 22-08-2020
17

სიახლეები პოპულარული