"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
კიბიაშვილის დროს ქართული ჩემპიონატის დონე სტაბილურად ეცემა. ერთად ერთი პრიზი “თანასწორების პრიზი” კაშიასთან ერთად მოგებული.
გოგი
17:41 28-08-2020
0
ბავშვთა ფეხბურთიდანვე იწყება კორუფცია და იმის ბრალია ყველაფერი. თავიდანვე კლავენ ყოველგვარ მოტივაციას იმისთვის, რომ ნორმალური თაობა წამოვიდეს.
1) ძალით "ქაჩავენ" ძმაკაცების, ახლობლების შვილებს და ჯანსაღ კონკურენციას თავიდანვე სპობენ.
2) ბავშვებს იმხელა გადასახადებს უწესებენ, მშობელი ვეღარ ქაჩავს გადახდას.
3) ფედერაციის ეგიდით მოწყობილ ტურნირებზეც კი "მსაჯის" ფული არის გადასახდელი ბავშვებისათვის. რა ჯანდაბაა?
4) მწვრთნელების კვალიფიკაციაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
5) დიდი ალბათობით სახელმწიფო დაფინანსება მიდის ერთეულების შემოსავალში
ამ ყველაფრის შედეგია სწორედ, რომ უკან მივდივართ უკიდეგანოდ
ნოდარი
15:30 28-08-2020
0

სიახლეები პოპულარული