ევროპა ლიგა. I ტური: კაჭარავამ "ლეხი" ვერ გადაარჩინა, ნინუა სათადარიგო იყო

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტური გაიმართა.

ნიკა კაჭარავას "ლეხი" პოზნანში 2:4 დამარცხდა "ბენფიკასთან". კაჭარავა 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:3 იყო. ორჯერ სახიფათოდ შეუტია, ერთხელ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მეორედ კი დაუბლოკეს. კომპენსირებულ დროში ლისაბონელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს ბედნარეკის კარი დ გაიმარჯვეს. ჰეთ-თრიკი მათმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ნუნიესმა შეასრულა.

ნიკა ნინუას პაოკი სალონიკში დაუზავდა კვიპროსის "ომონიას" - 1:1. ჩვენებური სათადარიგო იყო.

"ბაიერმა" "ნიცა" 6:2 დაამარცხა. ლევერკუზენულმა გუნდმა ევროტურნირებზე მეორედ გაიტანა 6 გოლი. პირველად თბილისის "დინამოს" გაუტანა 1997 წლის 13
აგვისტოს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6:1 მოუგო.

პსვ-ს გასვლაზე 2:1 სძლია "გრანადამ", რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "ლოკომოტივი" გამოაგდო. ეინდჰოვენელთაგან გიოტცემ გაიტანა. მან ახალ გუნდში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

A ჯგუფი

ცსკა (სოფია) - კლუჟი 0:2

იანგ ბოისი - რომა 1:2

B ჯგუფი

დანდელკი - მოლდე 1:2

რაპიდი - არსენალი 1:2

C ჯგუფი

ბაიერი - ნიცა 6:2

ჰაპოელი - სლავია 3:1

D ჯგუფი

ლეხი - ბენფიკა 2:4

სტანდარდი - რეინჯერსი 0:2

E ჯგუფი

პაოკი - ომონია 1:1

პსვ - გრანადა 1:2

F ჯგუფი

რიეკა - სოსიედადი 0:1

ნაპოლი - ალკმაარი 0:1

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეკარისთვის დამიზნებაში პირველია ჩვენი კაჭარავა:) დაბერდა და დარტყმა ვერ ისწავლა კაცმა ვერცერთი პოზიციდან.
გოგა
23 ოქტომბერი 2020 18:19
0
ბენზემამ და მოდრიჩმა ვერ გადაარჩინეს ხოჭოლავას შახტარის კლანჭებისაგან მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე. კაჭომ თუ ვერ შეძლო ლეხის გადარჩენა :" ეტა ხუინია"
aslan
23 ოქტომბერი 2020 14:56
0
კაჭარავას გადარჩენილი გუნდი არ გაიშვას!
zurab
23 ოქტომბერი 2020 12:10
5
მშვენიერ ფორმაშია კაჭარავა და ეს სანაკრებო მატჩებზეც ეტყობოდა და ნუ ჩაიხვევთ ხოლმე ერთი და იგივეს, კითხულობს ეს კაციც ამ კომენტარებს და თავისი შრომის არ დაფასებაა ეს თქვენი კომენტარები
ლშ
23 ოქტომბერი 2020 14:20
0
და ლოჩოშვილი?! შესანიშნავი მატჩი ჩაატარა!
peeezzz
23 ოქტომბერი 2020 11:56
0
ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაში ვოლფსბერგერში ცსკა-ს წინააღმდეგ და ამას რატომ არ წერთ?
გენა
23 ოქტომბერი 2020 09:22
0

სიახლეები პოპულარული