ევროპა ლიგა. I ტური: კაჭარავამ "ლეხი" ვერ გადაარჩინა, ნინუა სათადარიგო იყო

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტური გაიმართა.

ნიკა კაჭარავას "ლეხი" პოზნანში 2:4 დამარცხდა "ბენფიკასთან". კაჭარავა 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:3 იყო. ორჯერ სახიფათოდ შეუტია, ერთხელ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მეორედ კი დაუბლოკეს. კომპენსირებულ დროში ლისაბონელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს ბედნარეკის კარი დ გაიმარჯვეს. ჰეთ-თრიკი მათმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ნუნიესმა შეასრულა.

ნიკა ნინუას პაოკი სალონიკში დაუზავდა კვიპროსის "ომონიას" - 1:1. ჩვენებური სათადარიგო იყო.

"ბაიერმა" "ნიცა" 6:2 დაამარცხა. ლევერკუზენულმა გუნდმა ევროტურნირებზე მეორედ გაიტანა 6 გოლი. პირველად თბილისის "დინამოს" გაუტანა 1997 წლის 13
აგვისტოს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6:1 მოუგო.

პსვ-ს გასვლაზე 2:1 სძლია "გრანადამ", რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "ლოკომოტივი" გამოაგდო. ეინდჰოვენელთაგან გიოტცემ გაიტანა. მან ახალ გუნდში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

A ჯგუფი

ცსკა (სოფია) - კლუჟი 0:2

იანგ ბოისი - რომა 1:2

B ჯგუფი

დანდელკი - მოლდე 1:2

რაპიდი - არსენალი 1:2

C ჯგუფი

ბაიერი - ნიცა 6:2

ჰაპოელი - სლავია 3:1

D ჯგუფი

ლეხი - ბენფიკა 2:4

სტანდარდი - რეინჯერსი 0:2

E ჯგუფი

პაოკი - ომონია 1:1

პსვ - გრანადა 1:2

F ჯგუფი

რიეკა - სოსიედადი 0:1

ნაპოლი - ალკმაარი 0:1

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეკარისთვის დამიზნებაში პირველია ჩვენი კაჭარავა:) დაბერდა და დარტყმა ვერ ისწავლა კაცმა ვერცერთი პოზიციდან.
გოგა
18:19 23-10-2020
0
ბენზემამ და მოდრიჩმა ვერ გადაარჩინეს ხოჭოლავას შახტარის კლანჭებისაგან მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე. კაჭომ თუ ვერ შეძლო ლეხის გადარჩენა :" ეტა ხუინია"
aslan
14:56 23-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული